/

წესები და პირობები

/

წესები და პირობები

 

  1.     შესავალი

 

წინამდებარე დოკუმენტი არის https://adschool.ge/-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია“-ს შორის. შპს „ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია“-ს (ს.ნ. 405671492) იურიდიული მისამართია – საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის II შესახვევი, N 3, ბინა N 3.

შპს „ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც შპს „ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია“ ან „ედსქული“ ან „კომპანია“.

 

„ედსქული“-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და „ედსქული“-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება „ედსქული“-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან „ედსქული“ მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვებ-გვერდი https://adschool.ge/ თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

https://adschool.ge/-ს გამოყენების შესახებ წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით PremiumCoffee.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს https://adschool.ge/-ს პლატფორმით/ვებ-გვერდით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. https://adschool.ge/-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე, ხოლო მომხარებელი რეგისტრაციამდე ან/და ნებისმიერი სახის ქმედების განხორციელებისას ვალდებულია წაიკითხოს წესები. მომხარებელი ვებ-გვერდზე რეგისტრაციით ან ვებ-გვერდზე რაიმე სახის მომსახურების/სარგებლის/პროდუქტის/ტრეინინგის შეძენით ადასტურებს, რომ ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

  1. განცხადებები და გარანტიები
  2. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2.1. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2.2. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები.

2.3. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.

2.4. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).

2.5. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

2.6. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული https://adschool.ge/-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ https://adschool.ge/-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული.

2.7. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.

2.8. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, https://adschool.ge/-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.

2.9. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს https://adschool.ge/-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.

2.10. https://adschool.ge/ ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია https://adschool.ge/-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

2.11. მომხმარებელსა და „ედსქულ“-ს შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისას იდება ხელშეკრულება, რომლის პირობები დამატებით მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს.

2.12. მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:

2.12.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას.

2.12.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში.

 

  1. ტერმინთა განმარტება
  •           ლექტორი – პრაქტიკოსი ადამიანი, რომლი ედსქულის, ექსპრეს ან პროფესიონალურ კურსს უწევს ფასილიტაციას, ხოლო კურსის მონაწილეებს – მენტორობას.
  •           სტუდენტი  მონაწილე, მსმენელი – ადამიანი, რომელიც ესწრება ედსქულის ნებისმიერ კურსს, ვორქშოპს ან სხვა ღონისძიებას;
  •           საბაზისო კურსი – საწყისი საფეხურის კურსი, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს დაეუფლოს სფეროს საფუძვლებს;
  •           ექსპრეს კურსი – სასწავლო კურსი, რომლის ხანგრძლივობაც მოკლევადიანია, უმეტესად 1 თვეზე მეტს არ გრძელდება და კურსის მსმენელს საშუალებას აძლევს სფეროს საფუძვლებს მოკლე დროში დაეუფლოს.
  •           პროფესიონალური/Advanced კურსი – კურსი, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს საბაზისო კურსთან შედარებით უფრო საფუძვლიანად შეისწავლოს კონკრეტული სფეროს საკითხები;
  •           საკომუნიკაციო არხ(ებ)ი – ნებისმიერი სოციალური ქსელი და აპლიკაცია, ელ. ფოსტა, სმს, სატელეფონო კომუნიკაცია და სხვა;
  •           აკადემიური მოსწრება – კურსის მონაწილის მიერ მიღწეული შედეგების შეჯამებული შეფასება ედსქულში არსებული პროფესიონალური, საბაზისო თუ ექსპრეს კურსის მოთხოვნების შესაბამისად;
  •           სერტიფიკატი – კურსის დასრულების შემდეგ მონაწილის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •           კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი – სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტმა მოაგროვა ჯამური ქულების მინიმუმ 60%;
  1. მომსახურება,  მომსახურებით სარგებლობის წესი დაბრუნების პოლიტიკა

4.1. ვებ-გვერდი განკუთვნილია, კურსების და კომპანიის სხვა სერვისებით სარგებლობისთვის (შემდგომში ერთობლივად წოდებული, როგორც „მომსახურება“);

4.2. „ედსქული“-ს შესახებ:

ედ სქული თანამედროვე ცოდნის მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა ქართულ ბაზარზე. ის პროგრამატიკული ტექნოლოგიების მომწოდებელი უკრაინული კომპანიის, ედმიქსერის გამოცდილებაზეა დაფუძნებული და ხელი მიუწვდება ციფრული რეკლამირების უახლეს ტექნოლოგიებზე.

ედ სქული ეხმარება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ციფრული მარკეტინგის საბაზისო პრინციპების და, რაც მთავარია, პროგრამატიკულ თულების – ედმიქსერსა და DV360-ს შეასწავლაში. ამასთან ერთად, სტუდენტებს აწვდის ციფრულ ინდუსტრიაში არსებულ უახლეს ცოდნას და აცნობს დარგის თანამედროვე ტენდენციებს.

 სწავლების მეთოდოლოგია ედ სქულში სწავლების მეთოდოლოგია მთლიანად პრაქტიკაზეა დაფუძნებული და მეცადინეობებს პრაქტიკოსი სპეციალისტები უძღვებიან. სწავლების პროცესში, სტუდენტები ედმიქსერის გამოცდილი გუნდის ხელმძღვანელობით, მუშაობენ როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო ბრენდების რეალურ ქეისებზე. სწავლების ეს მეთოდი კურსდამთავრებულებს ეხმარება, მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენონ სამუშაო პროცესში.

ნებისმიერი კურსი არაონლაინ ფორმატში (ადგილზე) ტარდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ზუსტ ადგილსა და დროს ერთპიროვნულად წყვეტს „ედსქული“. ხოლო, ონლაინ კურსის შემთხვევაში „ედსქულის“ მიერ შერჩეული პლატფორმის საშუალებით, რაც კურსის მონაწილეს ეცნობება კურსის დაწყებამდე 1 (ერთი) საათით ადრე მაინც.

უფრო მეტი შეგიძლიათ გაიგოთ შემდეგ ბმულზე – https://adschool.ge/about/

4.3. ედსქულის ვალდებულებები და უფლებამოსილება:

 

  •           ედსქული ვალდებულია უზრუნველყოს ვებ-გვერდზე დადებული და სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციის მართებულობა.
  •           ედსქული  ვალდებულია, შეინახოს და კანონით გათვალისწინებული წესით დაამუშავოს დარეგისტრირებულ მომხმარებელთა და კურსის მსმენელთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი), პირადი ნომერი, ფაქტიური/იურიდიული მისამართი,  საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები) და სხვა.
  •           ედსქული უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს კურსის/ვორქშოპის ნებისმიერი დეტალი, მათ შორის და არამარტო – დაწყების თარიღი.
  •           კურსის დასრულების შემდეგ ედსქული კურსის იმ მსმენელს, რომელიც მოაგროვებს მინიმუმ 60%-ს ჯამური ქულების, გადასცემს შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს;
  •           ედსქული  უფლემოსილია გააკონტროლოს მონაწილის აკადემიური მოსწრება, დავალებების შესრულება, კურსის მიმდინარეობისას მისი დისციპლინური ნორმების დაცვა და ნებისმიერი სხვა შეთანხმების შესრულება, როგორც დოკუმენტური, ასევე ვერბალური;
  •           ედსქულს უფლება აქვს მონაწილის მიერ დისციპლინური ნორმ(ებ)ის დარღვევის, ლექციებზე დაუსწრებლობის ან სხვა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის დამდგარი ფაქტიდან გამომდინარე;
  •           ედსქულს შეუძლია გამოაქვეყნოს ედსქულის ოფიციალურ სოციალურ არხებში, ჯგუფებში და ვებგვერდზე, კურსის მსმენელთა მიერ შესრულებული ნამუშევრები, მათზე შემსრულებლების სახელისა და გვარის გამოქვეყნებით ან არ გამოქვეყნებით, დამატებითი თანხმობისა და შეტყობინების ვალდებულების გარეშე;


4.4. ვებ გვერდის მომხმარებლისა და კურსის მონაწილის ვალდებულებები და უფლებამოსილებები:

 

  •           ვებ-გვერდის მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის;
  •           ვებ-გვერდის მომხმარებელი პასუხისმგებელია კურსზე ან ნებისმიერ სხვა სარეგისტრაციო ფორმით რეგისტრაციისას და კურსის მიმდინარეობისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე;
  •           ვებ-გვერდის მომხმარებელი კურსზე  ან ნებისმიერ სხვა სარეგისტრაციო ფორმით რეგისტრაციისას, ასევე კურსის მონაწილე ედსქულს აძლევს უფლებას მისგან მიიღოს საინფორმაციო, სასწავლო, სამომხმარებლო, ფინანსური, სარეკლამო ან სხვა სახის შეტყონინება ელ. ფოსტით, სოციალური ქსელით, სმს-ით, სატელეფონო ზარით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, შეზღუდვის გარეშე. შეტყობინებების გაუქმების მიზნით შეუძლია დაგვიკავშირდეს საკონტაქტო ელ. ფოსტაზე – info@adschool.ge;
  •           კურსის მონაწილე ვალდებულია დაიცვას ედსქულის მიერ დადგენილი დისციპლინური მოთხოვნები, განაწესები, კურსის მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება და ნებისმიერი სხვა შეთანხმება (ვერბალური თუ სხვა);
  •           კურსის მონაწილე უნდა ესწრებოდეს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ ლექციებს;
  •           კურსის მონაწილემ უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი კურსის დაწყებამდე ერთიანად, პარტნიორი ბანკების განვადების გამოყენებით ან შეუთანხმდეს ედსქულის ადმინისტრაციას გადახდის გრაფიკის თაობაზე, ასეთის დაშვების შემთხვევაში;
  •           მონაწილე ვალდებულია დაიცვას ედსქულის საკუთრება ფიზიკურ თუ ონლაინ შეხვედრებზე დასწრებისას. ფიზიკურ შეხვედრებზე დასწრებისას არ დააზიანოს ლეპტოპი და სხვა კომპიუტერული აქსესუარები.
  •           მონაწილეს ეკრძალება შეხვედრ(ებ)ის ფიზიკური თუ ონლაინ ჩანაწერ(ებ)ის, ასევე სამუშაო/სასწავლო მასალების და სხვა ნებისმიერი მასალის გავრცელება/გადაცემა/გაზიარება, როგორც საჯაროდ, ისე ნებისმიერი პირისთვის;
  •           კურსის მონაწილეს აქვს უფლება, მოითხოვოს უკუკავშირი ლექტორისგან კურსის განმავლობაში;

     

4.5. ვებ-გვერდის მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:

 

  •           რეგისტრაციის/მომსახურების სარგებლობის დროს იგი საჭიროების შემთხვევაში მართებულად მიუთითებს შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
  •           იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
  •           არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ვებგვერდზე რეგისტრაციის/მომსახურების სარგებლობის მიზნით;
  •           არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
  •           არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  •           არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
  •           არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
  •           არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
  •           დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, „ედსქულის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  •           არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
  •           არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
  •           არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვებ-გვერდის გამართულ ფუნქციონირებას;
  •           არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
  •           უსაფრთხოდ შეინახავს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდებს და არასდროს გაუმჟღავნებს მას მესამე პირებს;
  •           მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. „ედსქული“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
  •           მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს „ედსქულის“ მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
  •           ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის;
  •           ვებ-გვერდის მომხმარებელი პასუხისმგებელია კურსზე ან ნებისმიერ სხვა სარეგისტრაციო ფორმით რეგისტრაციისას და კურსის მიმდინარეობისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე;
  •           ვებ-გვერდის მომხმარებელი კურსზე ან ნებისმიერ სხვა სარეგისტრაციო ფორმით რეგისტრაციისას, ასევე კურსის მონაწილე ედსქულს აძლევს უფლებას მისგან მიიღოს საინფორმაციო, სასწავლო, სამომხმარებლო, ფინანსური, სარეკლამო ან სხვა სახის შეტყონინება ელ. ფოსტით, სოციალური ქსელით, სმს-ით, სატელეფონო ზარით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, შეზღუდვის გარეშე. შეტყობინებების გაუქმების მიზნით შეუძლია დაგვიკავშირდეს საკონტაქტო ელ. ფოსტაზე – info@adschool.ge;
  •           ვალდებულია დაიცვას ედსქულის მიერ დადგენილი დისციპლინური მოთხოვნები, განაწესები, კურსის მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება და ნებისმიერი სხვა შეთანხმება (ვერბალური თუ სხვა);

 

4.6. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

 

  •           მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია.
  •           პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, „ედსქული“-ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.
  •           მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  •           მომხმარებლის პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი.
  •           მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
  •           მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის „ედსქულმა“ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

4.7. კურსის შეძენა:

 

4.7.1. კურსის შეძენისთვის მომხმარებელმა უნდ ამიუთითოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

ა. სახელი, გვარი;

ბ. საკონტაქტო ტელეფონი;

გ. ელ. ფოსტა;

დ. სამუშაო ადგილი, თანამდებობა;

ე. წყარო თუ საიდან გაიგო მომხმარებელმა კურსის შესახებ;

ვ. პრომო კოდი (არსებობის შემთხვევაში), რაც წარმოადგენს ერთგვარ ფასდაკლების „კუპონს“;

ზ. კურსის სახელი (ივსება ავტომატურად, არჩეული კურსის შესაბამისად);

 

4.7.2. მნიშვნელოვანი პირობები:

ა. კურსის მონაწილე უნდა ესწრებოდეს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ ლექციებს;

ბ. კურსის მონაწილემ უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი კურსის დაწყებამდე ერთიანად, პარტნიორი ბანკების განვადების გამოყენებით ან შეუთანხმდეს ედსქულის ადმინისტრაციას გადახდის გრაფიკის თაობაზე, ასეთის დაშვების შემთხვევაში;

გ. მონაწილე ვალდებულია დაიცვას ედსქულის საკუთრება ფიზიკურ თუ ონლაინ შეხვედრებზე დასწრებისას. ფიზიკურ შეხვედრებზე დასწრებისას არ დააზიანოს ლეპტოპი და სხვა კომპიუტერული აქსესუარები;

დ. მონაწილეს ეკრძალება შეხვედრ(ებ)ის ფიზიკური თუ ონლაინ ჩანაწერ(ებ)ის, ასევე სამუშაო/სასწავლო მასალების და სხვა ნებისმიერი მასალის გავრცელება/გადაცემა/გაზიარება, როგორც საჯაროდ, ისე ნებისმიერი პირისთვის; კურსის მონაწილეს აქვს უფლება, მოითხოვოს უკუკავშირი ლექტორისგან კურსის განმავლობაში;

 

4.7.3. დაბრუნების პოლიტიკა:

ა. კურსის მონაწილე უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე, რა შემთხვევაშიც მოხდება გადახდილი თანხიდან 20%-ის დაკავება, არანაკლებ 150 ლარის ოდენობით;

ბ. თუ კურსის მონაწილე კურსის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ნაკლებ დროში გადაიხდის თანხას ან კურსის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე მოითხოვს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, კურსის მონაწილეს თანხა არ დაუბრუნდება;

შენიშვნა: ეს პირობები მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კურსის ღირებულება სრულად იქნა გადახდილი ერთიანად. იმ შემთხვევაში თუ, კურსის ღირებულება გადახდილ იქნება განვადებით (პარტნიორი ბანკის საშუალებით) ან სერვისის „ნაწილ-ნაწილ“ გამოყენებით, კურსის ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება;

 

  1. გადახდები

 

5.1. მომხმარებლის მიერ კურსის შერჩევის და შემდგომ, საჭირო იქნება 4.7.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითება. მონაცემების შერჩევის შემდეგ მომხმარებელი აჭერს ღილაკს „კურსზე რეგისტრაცია“, რის შემდგომაც შესაძლებელი ხდება შემდეგი სამიდან ერთ-ერთი არჩევანის გაკეთება:

ა. კურსის ღირებულების სრულად გადახდა;

ბ. კურსის ღირებულების გადახდა განვადებით (პარტნიორი ბანკის საშუალებით);

გ. კურსის ღირებულების გადახდა პარტნიორი ბანკის საშუალებით შემდეგი სერვისის გამოყენებით – „ნაწილ-ნაწილ“;

5.2. „ედსქული“ იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის სარეგისტრაციო მოთხოვნა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

5.3. მომხმარებლის მიერ არჩეული კურსი შეძენილად ითვლება და მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე დასტურის მისვლისთანავე ან „ედსქულის“ მიერ სხვა გზით ამგვარი ფაქტის დადასტურებისთანავე;

5.4. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ შესაბამისი დასაბუთებით მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული კურსის შესყიდვის გაუქმება;

5.5. თუ კომპანია გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას კურსის დაწყებამდე, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის გაუქმებამდე;

5.6. ანგარიშსწორება:

ა.  კურსის ღირებულების ერთიანად გადახდის შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ. „ედსქულს“-ს არ აქვს წვდომა, როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე. ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება. იმ შემთხვევაში თუ გადახდის რეკვიზიტებში გამოიყენებთ სხვა პირის საბანკო ბარათის მონაცემებს, (მიუთითებთ სხვა პიროვნების ბარათს) თანხის გადახდა და კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება. ხოლო, დავის წარმოშობის შემთხვევაში კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას სხვა პირის მიმართ მიყენებული ზიანისთვის. დამდგარ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს საბანკო ბარათის მესაკუთრეს მიყენებული ზიანი;

ბ. კურსის ღირებულების განვადებით (პარტნიორი ბანკის საშუალებით) ან სერვისი „ნაწილ-ნაწილ“ გადახდის შემთხვევაში, პარტნიორი ბანკი კურსის ღირებულებას უნაზღაურებს „ედსქულს“, ხოლო თანხის გადახდას პარტნიორ ბანკთან შეთანხმებული პირობებით მომხმარებელი უზრუნველყოფს „ედსქულისგან“ დამოუკიდებლად. „ედსქულს“-ს არ აქვს წვდომა ანგარიშსწორების გვერდზე;

 

  1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

 

6.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე (რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში) ან კურსის დამთავრებამდე.

 

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

 

 

7.1.  წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;

7.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.

7.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.

 

 

  1. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა

8.1. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება „ედსქული“-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა „ედსქული“-ს ნებისმიერი არხით სარგებლობისას.

 

  1. ერთიანი ხელშეკრულება

9.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

 

  1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

10.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე – „ედსქული“-ს შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

 

  1. დაბრუნების პოლიტიკა

11.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ „ედსქული“-ს დაბრუნების პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით დაბრუნების პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

 

  1. გარდამავალი დებულებები

 

12.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.

12.2. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია „ედსქული“-ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც „ედსქული“ მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

12.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.

12.4. მომხმარებელი, „ედსქულ“-თან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

12.5. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია მაღაზია „ედსქული“-ის იურიდიული მისამართი.

12.6. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.