ედ სქული უნიკალური საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც სტუდენტებს პროგრამატიკულ თულებს – ედმიქსერსა და DV360-ს შეასწავლის. ამ სასწავლო კურსით დამწყებ კადრებს საშუალება მიეცემათ მოგზაურობა დაიწყონ ციფრულ სამყაროში და ახალ პროფესიას დაეუფლონ. გამოცდილ სპეციალისტებს კი, ისწავლონ ახალი ინსტრუმენტები და თავიანთი კარიერა ახალ საფეხურზე აიყვანონ. მისია საქართველოში პროგრამატიკული თულები დამკვიდრებული ჯერ არ არის, თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათ აქტიურად იყენებენ და ამ მიმართულებით დიდი გამოცდილებაც აქვთ. ჩვენი მისიაც სწორედ ეს არის – დავნერგოთ და განვავითაროთ პროგრამატიკული თულები ქართულ ციფრულ სამყაროში. ჩვენ პროგრამატიკას შევასწავლით, როგორც დიჯითალ სპეციალისტებს (რადგან ედმიქსერი და DV360 მათთვისაც სიახლე იქნება), ისე დამწყებ კადრებს. ტექნიკური აღჭურვილობის მოთხოვნები ლეპტოპი, პროექტორი და კომპიუტერები პრაქტიკული მეცადინეობების დროს
ლექცია 1: ციფრული მარკეტინგი
- რა არის ციფრული მარკეტინგი
- ციფრული მარკეტინგის უპირატესობები
- რისგან შედგება ციფრული მარკეტინგი
- ძირითადი ტერმინები (Reach, Impressions, CPM, CPC, CTR, Conversions და ა.შ)
- SEM-ის, Display, Affiliate, Influencer, Email მარკეტინგის მნიშვნელობა და განმარტება
ლექციის დრო – 2 საათი
ლექტორი – ლიკა მოშიაშვილი
ლექციის მოკლე აღწერილობა – ლექციის განმავლობაში გავეცნობით რა არის ციფრული მარკეტინგი, რისგან შედგება და რა უპირატესობები აქვს მას. ლექციის დროს, ასევე, განვიხილავთ ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობას, უპირატესობებს, ძირითად ტერმინებს და ა.შ.
ლექცია 2: Programmatic Ads – პროგრამატიკული რეკლამირება
- რა არის პროგრამატიკული რეკლამირება
- რა არის ედმიქსერი და რა შესაძლებლობები აქვს მას
- რა არის DV360 და რა შესაძლებლობები აქვს მას
- განსხვავებები Google ads-სა და DV360-ს შორის
- SSP, DSP, DMP მხარეების განსაზღვრება
ლექციის დრო – 2 საათი
ლექტორი – ირაკლი კვეკვეცია
ლექციის მოკლე აღწერილობა – ლექციის განმავლობაში განვიხილავთ პროგრამატიკული რეკლამირების არსს, გავეცნობით პროგრამატიკულ თულებს (Admixer, DV360) და გავიგებთ რა უპირატესობებით გამოირჩევიან ისინი.
ლექცია 3: Display & Video 360 (DV360)
- DV360-ის შესაძლებლობები
- კამპანიის ტიპების განხილვა (Display, Gmail, Youtube, Videos, Audio, Connected TV, TV Commercials)
- Partner Account, Advertiser, Insertion Order, Line Item – განხილვა
- Creative Formats – კრეატივების განხილვა
ლექციის დრო – 2 საათი
ლექტორი – ირაკლი კვეკვეცია
ლექციის მოკლე აღწერილობა – ლექციის განმავლობაში განვიხილავთ DV360-ის შესაძლებლობებს, გავეცნობით კამპანიის ტიპებს და გავარჩევთ კამპანიის აწყობის ყველა ეტაპს.
ლექცია 4: პრაქტიკული ლექცია – კამპანიის აწყობა DV360-ში
- Display, Gmail, Youtube, Videos, Audio – კამპანიების აწყობა / Native კრეატივის ფორმატის გამოყენებით
ლექციის დრო – 2,5 საათი
ლექტორი – გური ხახიაური
ლექციის მოკლე აღწერილობა – ლექციის განმავლობაში სტუდენტები დამოუკიდებლად შექმნიან კამპანიებს DV360-ში.
ლექცია 5: პრაქტიკული ლექცია DV360 – Youtube ads
- Youtube ads
- Ad Group-ის აწყობა აუდიენსი და თარგეთირება Placement targeting
- Skippable in-stream ad Video discovery ad Bumper ad
- Youtube Analytics
- კამპანიის შედეგების რეპორტინგი
ლექციის დრო – 2,5 საათი
ლექტორი – ლუკა ნემსაძე
ლექციის მოკლე აღწერილობა – ლექციის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან Youtube რეკლამას DV360-ში.
ლექცია 6: პრაქტიკული ლექცია – DV360-ში
- Youtube ads-ის გაშვება დამოუკიდებლად
ლექციის დრო – 2,5 საათი
ლექტორი – გური ხახიაური
ლექციის მოკლე აღწერილობა – პრაქტიკული ლექციის განმავლობაში სტუდენტები დამოუკიდებლად გაუშვებენ რეკლამას, შექმნიან კამპანიას, რომლის დროსაც გამოიყენებენ First-party-ის და Third-party-ის ბაზებს. ასევე, გააკეთებენ კონკრეტული კამპანიის რეპორტს, რომელიც ინდივიდუალურად იქნება შერჩეული.
ლექცია 7: პროგრამატიკული პლატფორმა – Admixer
- ფაბლიშერების დამატება
- ზონების შექმნა და კოდების გენერირება
- ფორმატებისა და პროდუქტების შექმნა
- ედმიქსერის ინტერფეისის გაცნობა
- კამპანიის მიმოხილვა
- კამპანიის აწყობა
ლექციის დრო – 2 საათი
ლექტორი – ლუკა ნემსაძე
ლექციის მოკლე აღწერილობა – ლექციის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან პროგრამატიკულ თულს – ედმიქსერს, შეისწავლიან პლატფორმის ინტერფეისს და კამპანიის გაშვების მეთოდებს.
ლექცია 8: Admixer პრაქტიკული ლექცია
- ფორმატების და პროდუქტების შექმნა
- დამოუკიდებლად კამპანიის აწყობა და ჩაშვება
ლექციის დრო – 2 საათი
ლექტორი – გური ხახიაური
ლექციის მოკლე აღწერილობა – ლექციის განმავლობაში სტუდენტები კონკრეტული ქეისის მიხედვით დამოუკიდებლად შექმნიან კამპანიას, რომელიც ინდივიდუალურად განისაზღვრება თითოეული სტუდენტისთვის.
ლექცია 9: SEO
- როგორ მუშაობს საძიებო სისტემები
- მომხმარებლის ქცევა საძიებო სისტემაში
- რა არის SEO
- On Page SEO და OFF Page SEO-ს განხილვა
- ქივორდების კვლევა – KeyWord Planner
- მეტა თაგები – სათაურები და აღწერები
- URL-ების აწყობა და საიტის სტრუქტურა
- კონკურენტების საიტების ანალიზი
ლექციის დრო – 2 საათი
ლექტორი – გიორგი კალანდია
ლექციის მოკლე აღწერილობა – ლექციის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის რაობას და უპირატესობებს. განიხილება On Page SEO და OFF Page SEO. ასევე, გაეცნობიან ქივორდების მნიშვნელობას და ანალიზს.
ლექცია 10: GOOGLE ANALYTICS
- ექაუნთის შექმნა, ინტერფეისის გაცნობა, კოდის დაგენერირება, ვებგვერდზე ინტეგრირება
- Goal-ების შექმნა
- UTM Tags
- Audience, Acquisition, Behavior მიმოხილვა
- პრაქტიკული დავალება – Google analytics-ის შექმნა, Goal-ების გაწერა
ლექციის დრო – 2 საათი
ლექტორი – გიორგი კალანდია
ლექციის მოკლე აღწერილობა – ლექციის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან Google analytics-ის მნიშვნელობას და მიმოიხილავენ ინტერფეისს. გაწერენ Goal-ებს და შექმნიან UTM Tags-ს.
ლექცია 11 : DATA STUDIO და მონაცემთა ვიზუალიზაცია
- რა არის Data Studio
- Google Analytics-ის მონაცემთა ინტეგრაცია
- Google Ads-ის მონაცემთა ინტეგრაცია
- Ads Manager-ის მონაცემთა ინტეგრაცია
- DV360-ის მონაცემთა ინტეგრაცია
ლექციის დრო – 2 საათი
ლექტორი – დაჩი გორგილაძე
ლექციის მოკლე აღწერილობა – ლექციის განმავლობაში განიხილება Data Studio და მონაცემთა ვიზუალიზაცია. ასევე, როგორ ხდება სხვადასხვა თულების Data Studio-სთან ინტეგრაცია.
ფინალური ტესტირება ტესტი და პრაქტიკული დავალება
გამოცდის ხანგრძლივობა – 2 საათი