/

კონტაქტი

/

საკონტაქტო ინფორმაცია

ხშირად დასმული კითხვები

ედ სქული უნიკალური საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მარკეტინგის საბაზისო პრინციპებში გაერკვნენ, შეისწავლონ პროგრამატიკული თულები და მათი შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოცადონ.

ამ ახალი ინსტრუმენტების გაცნობით ედ სქული გამოცდილ სპეციალისტებს თავიანთი კარიერის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანაში, დამწყებ კადრებს კი ახალი პროფესიის დაუფლებაში ეხმარება.

რეგისტრაცია ელექტრონულად, ედსქულის ვებგვერდზე უნდა გაიაროთ, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი თავად დაგიკავშირდებათ. კურსებზე ჩარიცხვას გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ შეძლებთ.

ედ სქულში სწავლების მეთოდოლოგია მთლიანად პრაქტიკაზეა დაფუძნებული და მეცადიონებებს პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან. კურსი მოიცავს ლექციებსაც, სადაც სტუდენტები პროგრამატიკულ თულებზე დამოუკიდებლად იმუშავებენ. სწავლების ამ მეთოდით კურსდამთავრებულები შეძლებენ მიიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენონ სამუშაო პროცესში.

სწავლა ღირს 1100 ლარი

ლექციების დაწყების დრო არის 19:30 საათი, მათი ხანგრძლივობა კი იქნება 1,5-2,5 საათი. ლექციები ტარდება როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ფორმატში.

12 ლექციისგან შემდგარი პროგრამის სრულად გავლის შემდეგ, ჩატარდება ფინალური გამოცდა.

სერთიფიკატი მხოლოდ ფინალური გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემა

ლექციები ტარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ლექციების ფორმატი შეიძლება შეიცვალოს და მთლიანად ონლაინ წარიმართოს, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობების შესაბამისად.