ჩვენ შესახებ

ედ სქული თანამედროვე ცოდნის მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა ქართულ ბაზარზე. ის პროგრამატიკული ტექნოლოგიების მომწოდებელი უკრაინული კომპანიის, ედმიქსერის გამოცდილებაზეა დაფუძნებული და ხელი მიუწვდება ციფრული რეკლამირების უახლეს ტექნოლოგიებზე. სკოლა Admixer GE-სა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა.
ედ სქული ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ციფრული მარკეტინგის საბაზისო პრინციპებს და, რაც მთავარია, პროგრამატიკულ თულებს – ედმიქსერსა და DV360-ს შეასწავლის. ამასთან ერთად, სტუდენტებს აწვდის ციფრულ ინდუსტრიაში არსებულ უახლეს ცოდნას და აცნობს დარგის თანამედროვე ტენდენციებს.
სწავლების მეთოდოლოგია
ედ სქულში სწავლების მეთოდოლოგია მთლიანად პრაქტიკაზეა დაფუძნებული და მეცადინეობებს პრაქტიკოსი სპეციალისტები უძღვებიან. სწავლების პროცესში, სტუდენტები ედმიქსერის გამოცდილი გუნდის ხელმძღვანელობით, მუშაობენ როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო ბრენდების რეალურ ქეისებზე. სწავლების ეს მეთოდი კურსდამთავრებულებს ეხმარება, მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენონ სამუშაო პროცესში.
რატომ ედ სქული
- საქართველოში პირველად ჩვენ შეგასწავლით პროგრამატიკულ თულებს
- გთავაზობთ თქვენს ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროგრამას
- გაწვდით პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას
- წარმატებული სტუდენტებისთვის გავცემთ წერილობით რეკომენდაციებს. ასევე, გაძლევთ შესაძლებლობას დასაქმდეთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებში
ედ სქულის ლექტორები
ედ სქულის კურსებს ციფრული მარკეტინგის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები უძღვებიან. ლექტორები სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ, აწვდიან პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას და ეხმარებიან ახალი უნარ-ჩვევების განვითარებაში.

ხშირად დასმული კითხვები
ედ სქული უნიკალური საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მარკეტინგის საბაზისო პრინციპებში გაერკვნენ, შეისწავლონ პროგრამატიკული თულები და მათი შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოცადონ.
ამ ახალი ინსტრუმენტების გაცნობით ედ სქული გამოცდილ სპეციალისტებს თავიანთი კარიერის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანაში, დამწყებ კადრებს კი ახალი პროფესიის დაუფლებაში ეხმარება.
რეგისტრაცია ელექტრონულად, ედ სქულის ვებგვერდზე უნდა გაიაროთ, რის შემდეგაც ჩვენი გუნდის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ. კურსებზე ჩარიცხვას გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ შეძლებთ.
ედ სქულში სწავლების მეთოდოლოგია მთლიანად პრაქტიკაზეა დაფუძნებული და მეცადინეობებს პრაქტიკოსი სპეციალისტები უძღვებიან. სწავლების პროცესში, სტუდენტები ედმიქსერის გამოცდილი გუნდის ხელმძღვანელობით, მუშაობენ როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო ბრენდების რეალურ ქეისებზე. სწავლების ეს მეთოდი კურსდამთავრებულებს ეხმარება, მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენონ სამუშაო პროცესში.
სწავლა ღირს 1100 ლარი
ლექციების დაწყების დრო არის 19:30 საათი, მათი ხანგრძლივობა კი იქნება 1,5-2,5 საათი. ლექციები ტარდება როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ფორმატში.
12 ლექციისგან შემდგარი პროგრამის სრულად გავლის შემდეგ, ჩატარდება ფინალური გამოცდა. გამოცდის შედეგის გარდა, საბოლოო შეფასებაზე გავლენას მოახდენს, კურსის მიმდინარეობისას, კურიკულუმით გაწერილი დავალებების შესრულების ხარისხიც.
სერტიფიკატს მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ კურსის განმავლობაში, არანაკლებ X სარეიტინგო ქულას დააგროვებთ. იმ კურსდამთავრებულებს კი, რომელთა შეფასებაც X ქულაზე მეტი იქნება, სერტიფიკატის გარდა, ლექტორების მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილებიც გადაეცემათ.
ლექციები ჩატარდება, ძირითადად, ქართულად. თუმცა, სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მოწვეული ლექტორებიც, ამიტომ, მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა აუცილებელია. (ინგლისური ან რუსული)
ლექციების ფორმატი შეიძლება შეიცვალოს და მთლიანად ონლაინ წარიმართოს, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობების შესაბამისად.